"ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება საპოლიციო ძალების მობილიზებით დაიწყო - გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ, ბაღდათში პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, წლების წინ ქრთამის აღებისთვის დაკავებული გოგა კბილაშვილი დანიშნა.
წყაროს ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს მძიმე ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველი, პოლიციის წამყვან პოზიციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ბედოიძემ დანიშნა. მას დავალებაც მისცეს და უთხრეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს საჭიროების შემთხვევაში კი მისი ნათესავიც დაიხმაროს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტია.
"მთავარ არხის" ინფორმაციით, რაიონებში პოლიციის უფროსების მოადგილეებად "ოცნების" ნდობით აღჭურვილ პირებს ნიშნავენ. რა მიზნით დაინიშნა გოგოა კბილაშვილი ბაღდათის პოლიციაში ამის გარკვევა თავად მასთან ვცადეთ, თუმცა ის "მთავარის" კამერებს დაემალა.
"დააბრუნეს იმიტომ, რომ ბაღდათში არჩევნები უნდა მოიგოს და პირდებიან შემდეგ, რომ დააწინაურებენ სამხარეო პოლციის უფროსის პოსტზე", - ამბობს ჟურნალისტი, სერგო ჩივაძე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაშინების, ტერორისა და მუქარის მიუხედავად "ოცნების" დამარცხებას შეძლებენ.
წყარო: მთავარი არხი
მასალის გამოყენების პირობები