დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების თითქმის 100% ე.წ. ინდურ შტამს უკავშირდება. იმნაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დროულად ჩაიტარონ აცრა:
„თბილისსა და ბათუმში ინფიცირების თითქმის 100% „დელტა შტამია“, მთლიანად საქართველოში კი 80%-მდე. გარდა ამისა, დადასტურებული გვაქვს „დელტა +“-ის 10-მდე შემთხვევა.
აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც აი, ასე მუშაობენ - დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, - განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






