შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან ამ წუთებში აქცია იმართება. შეკრებილ მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. ისინი ითხოვენ, მუზეუმის ევაკუაციის გეგმის გასაჯაროებას და აცხადებენ, რომ არ ენდობიან იმ ხელისუფლებას, რომელმაც საყდრისი დაანგრია:
"არ ვენდობით, როგორ შეიძლება ვენდოთ ხალხს, რომელმაც საყდრისი დაანგრია. ევაკუაციის გეგმა გვაჩვენოს, ის პროფესიონალები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში და დააქვეითეს, ისინიც ჩართონ უკან, ან აგვიხნან რატომ დააქვეითეს. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მუზეუმისთვის აქცია 5 საათზე პუშკინის სკვერშიცაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, გასულ თვეს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მისი დაცლა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები