ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის გთავისუფლებას გარდაცვლილი მოზარდის ძმა ბექა სირაძე დაცინვას უწოდებს. მისი თქმით, გამომძებლის მეგობრებმა დრო იხელთეს, როდესაც ოჯახს ყურადღება ჰქონდა მოდუნებული და მსჯავრდებული კარგი ყოფაქცევის მიზეზით ციხიდან გამოუშვეს:
"მარიანა ჩოლოიანი წელიწადნახევარში ანუ კარგი ქცევის გამო გაათავისუფლეს. ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ყურადღება მოვადუნეთ, აღარ ვლაპარაკობდით ამ ყველაფერზე ვინაიდან ეს აპელაციის პროცესები მიმდინარეობდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დრო იხელთეს მისმა მეგობრებმა, არ ვიცი, ყოფილმა თანამშრომლებმა, ვისთანაც რამე ეთქმოდა, გამოყვანა არ ჰქვია, გამოაძვრინეს ციხიდან.
ვერც კი გადმოვცემ რას ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მეგონა პირიქით, სამართალი იზეიმებდა, წლებს მოუმატებდნენ. ჩემი აზრით, ეს დაცინვაა რაც ეხლა მოხდა, ჩვენი დაცინვაა, წელიწად-ნახევრით როდესაც ჩასვევს ციხეში და ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს", - აცხადებს ბექა სირაძე.
მასალის გამოყენების პირობები