"ზურაბიშვილი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და ივანიშვილის რეჟიმისგან დისტანცია დაიჭიროს" - გიგა ბოკერია გუშინდელ განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:56, 04 Aug, 2021     1256

როგორც ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და არც პასუხისმგებლობა აუღია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ჩემი აზრი არ შემიცვლია. გუშინაც ვთქვი და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. სიმპტომატური აქ ის არის, რომ ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს. ეს ნიშანდობლივია, მეტი ეს არაფერს ნიშნავს. ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და მოვლენებზე პასუხისმგებლობა არც არასდროს აუღია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოელის თუ არა სანქციებს, ‘’ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავად არაფერს ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ საგანგაშოა ვითარება, როდესაც დასავლეთისგან ასეთი კრიტიკული განცხადებები ისმის.

„ის, რომ „გავრილოვის ღამის“ და ახლა განსაკუთრებით, ბოლო მოვლენების ფონზე, თავისუფალ სამყაროში საქართველოსნაირ ქვეყანაზე მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციები უკვე განხილვის საგანია, ეს არის კატასტროფული ვითარება, რომელიც უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვჭირდება ვითარება, როდესაც საქართველოს მთავრობა სანქციებისგან კი არ იცავ თავს, არამედ ისეთი მთავრობა გვყავს, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და ევროკავშირთან დავახლოვდეთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს ნებისმიერ, მათ შორის პუტინის პოზიციების გაძლიერების ფასად და თავს იცავს შესაძლო სანქციებისგან. ეს არის დიაგნოზი და კატასტროფა “,- განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „თუ ქვეყანას დამოუკიდებელი სასამართლოს ეშინია, მაშინ ევროკავშირში მისი ადგილი არ არის“.

„დასავლეთს და თავისუფალ სამყაროს სურს, საქართველო იყოს მისი ნაწილი. როცა ხალხის არჩევანს აკეთებს და მიისწრაფვის, ბუნებრივია, იქ არის თამაშის წესები. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრი არის პროდასავლური, ჩვენს მთავრობას უნდა ფორმალურად ისაუბროს, ვითომ ევროკავშირისკენ, ნატოსკენ მიისწრაფვის, მაგრამ რეალურად, საქმეს აფუჭებს. ამ წინააღმდეგობის გამო გვაქვს ეს კრიტიკა და ამაზე მითითებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტიც“,-აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42