ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება
საზოგადოება - 11:59, 04 Aug, 2021     1338

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება.

„გარკვეულ უბნებსა და ქუჩებში უკვე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მანქანის პარკირების დროს პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად, ამ მოთხოვნის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დაინერგება შემდეგ ქუჩებზე: გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი; სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი; საბურთალოს რაიონში იცით, რომ ზონალური პარკირება ამოქმედდა რამდენიმე ქუჩაზე, რომელსაც ახალი ქუჩები ემატება. ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის ცინცაძის და ლორთქიფანიძის ქუჩები. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას პარკირების 702 ადგილი შეემატება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, კონკრეტულ ქუჩებზე პირველ სექტემბრამდე იქნება განთავსებული.

„აღნიშნულ ჯიხურებში ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან ავტომობილების რეგისტრაციაში, რათა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც არეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს, პარკირება სრულიად უფასოა. ასევე, პარკირება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილებისთვის. რაც შეეხება საფასურს, ერთი საათის ღირებულება ერთი ლარია. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 285 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42