"რასაც ახლა ვიტყვი შეიძლება კიდევ უფრო დამიმძიმოს მდგომარეობა" - უგულავა მოქმედ მაღალჩინოსნებს ასახელებს
სამართალი - 18:11, 21 Dec, 2013     3902

უგულავა მიიჩნევს, რომ დღეს შესაძლოა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილოს, მაგრამ კანონდარღვევით მას უფლებამოსილება შეუჩეროს:

„მსურს ვთქვა, რომ ის რასაც ახლა ვიტყვი შეიძლება კიდევ უფრო დამიმძიმოს მდგომარეობა, მე თავს მოვალედ ვთვლი, რომ საზოგადოებას სიმართლე ვამცნო.

ძალიან მარტივი ამოსაცნობია, რომ ეს პოლიტიკური საქმეა, ენამ წინ გაუსწო ბესელიას, როდესაც პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა დააანონსა, ენამ წინ გაუსწრო პრემიერ-მინისტრს, როცა სევდია უგრეხელიძეს უთხრა რომ ის მალე იქნება პირველი ვიცე-მერი, ეს მოხდა ორი დღის წინ“, - აღნიშნავს უგულავა.

მისივე თქმით, დღეს მიმდინარე მოვლენები ყოველგვარ ზღვარს სცდებ და ადგილი აქვს სასამართლოზე ზეწოლას:

„ის რაც დღეს ხდება, ეს არის ყველა ზღვარს მიღმა. მიდის ამ სასამართლოზე და მოსამართლეზე არნახული ზეწოლა. ზეწოლას ახორციელებს ჯანყარაშვილი, პრემიერის ახლო ნათესავი, ჩხენკელი გენინსპექციაში მუშაობდა, ახლა კი რეგიონების უფროსად დაინიშნა, ჩხენკელის ძმა, მათი ერთ-ერთი ტელეკომპანიის დამფუძნებელი.

კონკრეტულად რა მექანიზმებით მიმდინარეობს ეს ზეწოლა მოგვიანებით მოგახსენებთ, ეს რომ ასეა შემიძლია გითხრათ იმ სურვილით რითიც მთავრობა მიმართავს მათ, მთავრობის სურვილი ჩემი დაპატიმრებაა. საერთაშორისო სკანდალის თუ სხვა მიზეზების გამო მათ სასამართლოს მოთხოვეს, რომ გადაყენება მაინც მოითხოვოს და მიაღწიოს დღეს შესაძლოა, არა დაპატიმრება, არამედ უფლებამოსილების შეჩერება დადგეს შედეგად. ქვეყანაში არსებობს კანონები, მე ან უნდა დამაპატიმრონ ან კანონი უნდა დაარღვიონ და უფლებამოსილება შემიჩერონ, ამ არსებებისგან განსხვავებით მე ვემსახურებოდი დამოუკიდებელი სასამართლოს იდეს, იმედს ვიტოვებ მოსამართლე ზეწოლას გაუძლებს, რაც შეეხება იმას, რომ ეს ცუდ პრეცედენტს ქმნის, ნებისმიერი არასასურველი პოლიტიკოსი შეიძლება მოიშოროს მთავრობამ, სასამართლო თავისი ბინძური ზრახვებისთვის გამოიყენოს, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას არსებითად შეაფერხებს. ეს ეხება არჩევითობას, როგორც ინსტიტუტს, რომლის დასამარებასაც დღეს მთავრობა აპირებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42