შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოსალოდნელი ხანძრების შესახებ მოქალაქეებს აფრთხიელბს. უწყება აღნიშნავს, რომ ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება.
"ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ", - წერია უწყების განცხადებაში.
საგანგებო წერს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რომლებსაც მოსახლეობის ნაწილი გარეთ ყრის თვითაალება შეუძლიათ, ამიტომ უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს არ დაანაგვიანონ გარემო.
მასალის გამოყენების პირობები