ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების კატასტროფულ მატებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ის რეგულაციები დაიცვან ადამიანებმა, რაც ამ ეტაპზეა დაწესებული და ატარონ პირბადე ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია:
"ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში. მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც აქამდეც გასცემდა და ახლაც გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, არის ის რომ, დავუბრუნდეთ ყველაგნ პირბადის გამოყენებას, სადაც ეს შესაძლებელია" - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






