"ქართულმა ოცნებამ" სკოლის დირექტორების საარჩევნო პროცესებში ჩართვა დაიწყო
პოლიტიკა - 11:29, 03 Aug, 2021     1106

"ქართულმა ოცნებამ" სკოლის დირექტორების საარჩევნო პროცესებში ჩართვა ისევ დაიწყო. სამეურვეო საბჭოს მიერ 6 წლის ვადით არჩეულ დირექტორებს 2020 წლის 13 ოქტომბრამდე ამოეწურათ ვადა. დირექტორების ნაწილი განათლების მინისტრმა სასწრაფო წესით დანიშნა, ნაწილი კი დანიშვნას ამ დრომდე ელოდებოდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თანამდებობაზე მათ სხვა სკოლებიდან შემოყვანილი დირექტორები ჩაანაცვლებენ. ზუგდიდის საჯარო სკოლების უკვე ყოფილი დირექტორები ყვებნიან, რომ ისინი მხოლოდ იმის გამო დაისაჯნენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია არ ჩაატარეს. რესურსცენტრში ამბობენ, რომ 51 საჯარო სკოლიდან 24-ში დირექტორი უკვე დაინიშნა, ხოლო დანარჩენი სკოლების ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში დაინიშნებიან.

"გამიჩნდა კითხვები, თუ ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, მოვალეობის შემსრულებლობის უფლებამოსილება მისცეს, რატომ არ გამიგრძელეს მე? მოჰყავთ მათთვის საიმედო პირები, ვინც "ოცნების" წევრიც არის",- ამბობს ყოფილი დირექტორი, ინეზა კვიტატიანი.

ყოფილი დირექტორები ამბობენ, რომ ერთადერთი ნაკლი, რაც მათ უპოვეს არის ის, რომ პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდა არ ჩაატარეს.

"ერთადერთი ნაკლი რაც მქონდა ის იყო, რომ მე არ შემიძლია წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა. სხვა არაფერი არ რჩება, გარდა ამისა, რომ ვარ სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი",- ამბობს კობა კვიკვინია.

რაც შეეხებათ იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც დანიშვნას ელოდებიან, ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" წევრები არ არიან, მაგრამ მხარდამჭერები შეიძლება იყვნენ.

"მე საბუთები გავგზავნე სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე და ველოდები დანიშვნას. არ ვარ "ქართული ოცნების" წევრი, მაგრამ მომხრე შეიძლება ვიყო. კომისიის თავმჯდომარეც ვიყავი, ოლქი ნიშნავს 6 კაცს, დანარჩენი პარტიის წარმომადგენლები არიან და იმ ექვსში ვიყავი მეც",- თქვა რუსიკო ფანგანმა

ლექტორები აპირებენ, რომ პროკურატურაში განცხადება შეიტანონ. მათი თქმით, რამდენიმე დირექტორმა უკვე გამოთქვა სურვილი, ღიად დაადასტუროს, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მოითხოვდა, რომ მათი კანდიდატის სასარგებლოდ ემუშავათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42