კახა კალაძე: დღეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი დღეა - საზოგადოების წინაშე წარსდგებიან ადამიანები, რომელთაც თითოელი თბილისელის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ექნებათ
პოლიტიკა - 22:41, 02 Aug, 2021     762

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის ათივე კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დღეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას წარუდგენს დედაქალაქის ათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს - ადამიანებს, რომლებსაც თბილისელების მხარდამჭერის შემთხვევაში, ქალაქისა და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანის წინაშე, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი.

მინდა, პირველ რიგში, წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, დედაქალაქის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომელიც ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ვაკეში. გიორგის ზურგს უმაგრებს თბილისის საკრებულოში საქმინობის 14-წლიანი გამოცდილება და ნამდვილად არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტის მუშაობის სპეციფიკაში უკეთ ერკვევა.

მან ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი დედაქალაქი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობამ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მიიღოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა საკრებულოს მხარდაჭერა და პირადად მისი დიდი დამსახურება, დღეს ვერ ვიამაყებდით იმ შედეგებით, რომელსაც განვლილ ოთხ წელიწადში მივაღწიეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და კიდევ უფრო დიდი შემართებით განაგრძობს საკუთარი ქალაქის მსახურებას;

მთაწმინდაზე ჩვენს გუნდს წარმოადგენს ზურაბ აბაშიძე. მას ზურგს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება უმაგრებს. ის არის დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის ყოფილი წევრი. დღემდე, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. რაც მთავარია, ზუსტად იცის საკუთარი რაიონისა და დედაქალაქის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. დარწმუნებული ვარ, საკრებულოში, ჩვენი გუნდისთვის ის უდიდესი შენაძენი იქნება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას;

სამგორში „ქართული ოცნების" კანდიდატი კვლავ იქნება ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრი, მოქმედი დეპუტატი რევაზ სოხაძე, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს საქმიანობაში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად გაამწვანა და გააფერადა მისი სამაჟორიტარო ოლქი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის სამგორის რაიონში და მთლიანად თბილისში განხორციელებულ ძალიან ბევრ პროექტში, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო რევაზ სოხაძეს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ;

ისანში ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, მოქმედი გამგებელი კახა ლაბუჩიძე იქნება, რომელსაც საჯარო სამსახურში, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობის, ასევე, პოლიტიკური საქმიანობის უდიდესი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან დღემდე, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად ჩანს, რომ კონკრეტულად ისანში, უამრავი საქმე გაკეთდა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ კახა ლაბუჩიძეს მიუძღვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაიმარჯვებს და გაათმაგებული ენერგიით, ამჯერად, უკვე საკრებულოდან განაგრძობს საკუთარი რაიონისა და დედაქალაქის სამსახურს;

კრწანისში ჩვენი გუნდის დეპუტატობის კანდიდატი მოქმედი მაჟორიტარი ლევან ჯაფარიძე იქნება, რომელიც საკუთარ მოვალეობას გასული წლიდან ასრულებს. მანამდე, ის იყო კრწანისის რაიონის გამგებელი. ამ ადამიანმა უშუალოდ იცის საკუთარ რაიონში მცხოვრები მოქალაქეების შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე და მათთან ერთად ცდილობს, კიდევ უფრო განავითაროს საკუთარი უბანი. ლევან ჯაფარიძეს ზურგს უმაგრებს საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, კრწანისელებისთვის სწორედ ლევან ჯაფარიძე იქნება საუკეთესო მაჟორიტარი;

ნაძალადევში ჩვენს გუნდს წარმოადგენს ამ შესანიშნავი რაიონის მოქმედი გამგებელი ირაკლი ხელაძე, რომელიც მართლაც გამორჩეული ახალგაზრდა კაცია. პირველივე დღიდან, რაც ირაკლი ნაძალადევის გამგებელი გახდა, უდიდესი ენერგიით დაიწყო საკუთარი საქმიანობა, მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაო განახორციელდა და დამერწმუნეთ, დღეს მასზე უკეთ ვერავინ გეტყვით, რა უჭირთ და ულხინთ ნაძალადევის მცხოვრებლებს, რა გაკეთდა და სამომავლოდ რა არის გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ახლა უკვე საკრებულოდან, მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის პირობებში, საკუთარ ქალაქსა და რაიონზე ზრუნვას განაგრძობს;

მოგეხსენებათ, გლდანი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გამორჩეული რაიონია, სადაც უამრავი საქმე კეთდება, კიდევ უფრო მეტი კი სამომავლოდ გაკეთდება. ამ პირობებში, ნამდვილად არ არის მარტივი, აიღო ისეთი პასუხისმგებლობა, როგორიც დედაქალაქის საკრებულოში, აქ მცხოვრები ადამიანების წარმომადგენლის სტატუსს ახლავს თან. მინდა, წარმოგიდგინოთ კონსტანტინე ზარნაძის კანდიდატურა, თუმცა, მან სულ მცირე დროში, გლდანის გამგებლის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, დაამტკიცა, რომ ნამდვილად შეუძლია, ჩემი გლდანელების ღირსეული წარმომადგენელი იყოს. ის გლდანში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდაა, რომელიც საჯარო სამსახურში საქმიანობს და თავისი რაიონის მსახურების საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა. კოტე ზარნაძე, გლდანელების მხარდაჭერით, აუცილბლად გაიმარჯვებს და გაათმაგებული ენერგიით განაგრძობს საქმიანობას დედაქალაქის საკრებულოში;

დიდუბეში ჩვენი კანდიდატი იქნება გივი ჩხარტიშვილი - ენერგიული, თანამედროვე ხედვების მქონე ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცის გამორჩეული წევრია. მან საკუთარი შესაძლებლობები, საქმის კეთების უნარი, საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის სიყვარული ჩვენს გუნდში საქმიანობით უკვე დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე სხვა ამპლუაში, კიდევ უფრო დიდი მოტივაციითა და ენერგიით განაგრძობს ჩემი თბილისელების, დიდუბისა და ქალაქის საკეთილდღეოდ საქმიანობას;

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად მსურს ავთანდილ ცინცაძე წარმოგიდგინოთ. ის თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა, ახლა მოუწევს იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მთელი საბურთალოს მოსახლეობის კეთილდღეობასა და პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა ჰქვია. ავთანდილ ცინცაძე მსოფლიო ჩემპიონია სამბოში, გასული ოთხი წლის განმავლობაში კი დაამტკიცა, რომ აქვს საქმის ხარისხიანად კეთების უნარი. მან ნამდვილად დაამტკიცა, რომ შეუძლია, იყოს წარმატებული ყველა იმ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებს. სწორედ ამიტომ, ეჭვი არ მეპარება, ავთოს მიერ საკუთარი რაიონის კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილით, ოთხი წლის შემდეგ, თითოეული საბურთალოელი იამაყებს;

ჩუღურეთის რაიონში ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ამ ულამაზესი რაიონის მოქმედი გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე იქნება. დამერწმუნეთ, და ამაში ჩუღურეთში მცხოვრები ადამიანებიც დამეთანხმებიან, რომ ზურაბ ჩიკვილაძე უდიდესი პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე და უბანზე შეყვარებული, სამაგალითო მოხელეა. მას ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი მოქალაქეების პრობლემები, ძალას არ იშურებს საკუთარი რაიონისა და ქალაქის საკეთილდღეოდ;

ჩვენ სწორედ ამ კვალიფიციური, ენერგიული, დიდი გამოცდილების მქონე და ახალგაზრდა, განათლებული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად, ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით ვიზრუნებთ იმ მიზნის განხორციელებაზე, რომელიც მეტ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ყველა უბანს. გარწმუნებთ, თითოეული ჩვენგანი მთელი არსებითაა ჩართული იმ საქმეში, რასაც თბილისის უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქვია.

ჩვენ გვაქვს მკაფიო და ნათელი მიზანი - ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანთან მივიდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნიდით, ვქმნით და მომავალშიც შევქმნით თბილისისა და თბილისელებისთვის. ამ შრომატევად საქმეში განსაკუთრებულ როლს სწორედ მაჟორიტარი დეპუტატები ასრულებენ და მათი ფუნქცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება.

დარწმუნებული ვარ, ჩემი თბილისელები მხარს დაუჭერენ ამ კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ და პროფესიონალ კანდიდატებს, სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს, რომლებიც ამ სიკეთეს თითოეული თბილისელის ოჯახამდე მიიტანენ. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ უკეთესი თბილისისთვის.

მეტი სიცოცხლე ყველა უბანში!", - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42