აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადება, რომ აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 3 სექტემბრამდე მისცა, არაზუსტია.
"მის მიერ სიტუაციის შეფასება არაზუსტია, არასწორია. რუსებისთვის ვიზის სამწლიანი ვადის ამოწურვაში ახალი არაფერია. როდესაც ვიზას ვადა ეწურება, ამ პირებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, ან შეიტანონ განაცხადი მის გახანგრძლივებაზე", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.
შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ვაშინგტონმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ვადა 3 სექტემბრამდე მისცა. ელჩის განმარტებით, აღნიშნული დიპლომატების ვიზების მოქმედების ვადა იწურება. ამასთან, მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს, „რადგან ვაშინგტონმა მოულოდნელად გაამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები“.
მასალის გამოყენების პირობები