შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ვაშინგტონმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ვადა 3 სექტემბრამდე მისცა.
ელჩის განმარტებით, აღნიშნული დიპლომატების ვიზების მოქმედების ვადა იწურება. ამასთან, მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს.
"თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს, რადგან ვაშინგტონმა მოულოდნელად გაამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები,“- აღნიშნა ანტონოვმა გამოცემა National Interest-თან ინტერვიუში.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დარეგულირდება.
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მკვლელად მიიჩნევს. დაძაბულობა გარკვეულწილად შემსუბუქდა ბაიდენსა და პუტინს შორის 16 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, რასაც რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებში ზოგიერთი უცხოელი ინვესტორის ფულის დაბრუნებაც კი მოჰყვა შედეგად.
მასალის გამოყენების პირობები