აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართელოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
2021 წლის 16 ივნისით დათარიღებულ Georgia Travel Advisory-ში საქართველო მეოთხე დონეზე - წითელ ზონაშია მოთავსებული.
როგორც მიმართვის ტექსტშია განმარტებული, ქვეყანაში კორონაპანდემიის მაღალი ინფიცირების გამო აშშ-ის მოქალაქეები რისკის ქვეშ არიან, თუ ისინი სრულად არ არიან ვაქცინირებულები. გარდა ამისა, განცხადებაში დეტალურად არის განხილული არასტაბილური გარემო და არეულობა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტრიებზე კიდევ უფრო მძაფრი და საშიშია. სახდეპი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართელოში ვიზიტის შემთხვევაში განსაკუთღებით მოერიდონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკა თავის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს, კრიმინალური გარემოა:
"აშშ -ს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ საგანგებო სიტუაციების საგანგებო სიტუაციების გეგმა" - ნათქვამია გაფრთხილებით მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები