ხელოვნების მუზეუმის შენობისა და მასში დაცულ კოლექციების საკითხების განხილვა მოხდეს საჯაროდ, პროფესიონალებისა და დაინტერესებული მხარის ჩართულობით - ICOM-ის და "ლურჯი ფარის" განცხადება
საზოგადოება - 12:42, 31 Jul, 2021     583

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კოლექციების ევაკუაციის გეგმას მუზეუმების საერთაშორისო გაერთიანება ეხმაურება. ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, ICOMOS საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა "მოიცავს 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს და ითვალისწინებს მუზეუმის ფონდების ევაკუაციას, რაც, როგორც არსებული სამუზეუმო პრაქტიკა ცხადყოფს, დროის ამ მცირე მონაკვეთში (6 თვე!) შეუძლებელი და არარეალისტურია".

აქვე, აღნიშნულია, რომ "როცა ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელდა არასათანადო პირობებში დაცული ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის ქვეყნების კოლექციის (5000-მდე ნივთი) ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საცავში დროებით განთავსების პროექტი (EU twinning პროექტის ფარგლებში, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ექსპერტთა მონაწილეობით, 2009-2012), მას 2 წელი დასჭირდა".

"კოლექციების საგანგებო ევაკუაციისათვის აუცილებელია:

ა) პრევენციული კონსერვაციისა და კოლექციების მართვის სპეციალისტების მიერ დამუშავდეს ევაკუაციისთვის საჭირო ადეკვატურ დროში გაწერილი დეტალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება საევაკუაციო კოლექციების მდგომარეობის ანალიზს, აღწერს ქმედებებს, მოიცავს თითოეული ქმედების რისკების ანალიზს და განსაზღვრავს საჭირო მატერიალურ და ადამიანურ რესურსს;

ბ) კოლექციების დროებით სივრცეებში გადატანისა და განთავსებისას გათვალისწინებული იყოს პრევენციული კონსერვაციისა და უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი და კოლექციების ინტერესების დასაცავად, პროცესი განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტთა ჩართულობით" - წერია ერთობლივ განცხადებაში.

მუზეუმების საერთაშორისო გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ მუზეუმის შენობა გვიანი კლასიციზმის უიშვიათეს ნიმუშია და ტექნიკური შესრულების მაღალი ხარისხით XIX საუკუნის თბილისის გამორჩეულ შენობათა რიგშია.

ტიპური ტექნიკური დასკვნა ვერ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, თითქოს შენობის აღდგენა შეუძლებელია. ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა მისაღებია მხოლოდ ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვით. ნაგებობის არც ერთი ნაწილი არ უნდა დაინგრეს. რეაბილიტაციამდე, საჭიროა დაცლილი ნაგებობის გადაუდებელი დროებითი გამაგრება და მონიტორინგი, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. აუცილებელია კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინტერდისციპლინური კვლევის საფუძველზე შემუშავდეს შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტი, რისთვისაც ყველა (ხელისუფლება, პროფესიული ინსტიტუციები და სამოქალაქო საზოგადოება) ვალდებულია, მოიძიოს და გამოიყენოს სათანადო რესურსი.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა წარმოადგენს ,,სამუზეუმო ქუჩის“ კონცეფციის უმთავრეს შემადგენელ ნაწილს, რომლის შექმნის იდეა ჯერ კიდევ მე-19 ს. 50-იან წლებში, კავკასიის მუზეუმის დაარსების დროს გაჩნდა. 2007 წელს კი, „სტუდია მილუ არქიტექტის“-ისა (საფრანგეთი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორთა თანამშრომლობით შეიქმნა თანამედროვე სამუზეუმო უბნის ხედვა, რომლის შესაბამისად განხორციელდა საქართველოს მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსის რეკონსტრუქციები, რამაც, ბერლინის სამუზეუმო კუნძულის მსგავსად, განავითარა საუკუნენახევრიანი ისტორიული მეხსიერება, რაც შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას საჭიროებს.

სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ როდის შეიძლება ნაგებობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა. ასეთად კანონი მიიჩნევს: ძეგლის განადგურებას, ან ისეთ დაზიანებას, როცა ძეგლმა დაკარგა ისტორიული ღირებულება, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ან მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებლები, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი (იხ. მუხლი 17). ხელოვნების მუზეუმის შენობის შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა. ხოლო ე. წ. "არარენტაბელურობის" საფუძვლით ძეგლის რეაბილიტაციაზე უარის თქმის შესაძლებლობას კანონი არ იცნობს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდეს საჯაროდ, პროფესიონალებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რაც, სამწუხაროდ, აქამდე არ განხორციელებულა, - წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42