ხმაური იყო გამთენიას ზუგდიდში, ბაზრის შესასვლელთან, სადაც მოვაჭრეების ნაწილმა ბაზრის მოაჯირის დასანგრევად ტრაქტორი მიიყვანა და ნგრევაც დაიწყო. ამას ბაზრის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებოდა.
მაღაზიის მესაკუთრეების განმარტებით შენობის პირველი სართული 30 წელზე მეტია, მათ საკუთრებაშია, მეორე სართულის დაშენების პროექტი კი მერიამ დაუმტკიცა. ბაზრის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება სწორედ იმ კედლის დანგრევას, რომელიც შესასვლელ კიბეებს ემიჯნება.
მეპატრონეები ამბობენ, რომ თუ ეს მოაჯირი არ მოიხსნა, მაღაზიებს ვერ გახსნიან და არც ფუნქციონირებას დაიწყებენ. მათ სამი ინსტანციის სასამართლო მოგებული აქვთ, თუმცა ბაზრის ადმინისტრაციამ სასამართლოს ახალი სარჩელით თავიდან მიმართა.
ზუგდიდის ცენტრში მოაჯირს გვიან ღამით ანგრევდნენ. ადგილზე სამართალდაცავებიც იყვნენ მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები






