აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 20:41, 30 Jul, 2021     19058
ვერძი
17 აგვისტომდე სამსახურის საქმეებზე უნდა იყოთ გადართული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება კოლექტივში ახალი კოლეგა მიიღოთ, ან გაგიუმჯობესდეთ ურთიერთობა არსებულებთან. ზოგიერთმა შეიძლება ფლირტი გააბათ კოლეგასთან. გამოიკვლიეთ რეპროდუქტიული სისტემა. შუა აგვისტოდან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. თუ გაბუტულები ხართ, შერიგდებით. მეტად რომანტიკული იქნებით. გაანებივრებთ სიურპრიზებით, საჩუქრებით. მეგობრებთან ერთად მოგინდებათ საქმეების კეთება, მხიარულება. შეიძლება პიკნიკის დროსაც კი გაარჩიოთ პროექტები. ფულის მოპოვების მიზნით ნუ მიმართავთ აფერისტულ სქემებს. კარგი იქნება ახალი პროფესიის დაუფლება, სასწავლო კურსებზე დასწრება. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ გართობასა და ტყუილ ლაპარაკში არ დაკარგოთ დრო, იყავით მომართული საქმეების კეთებაზე. დაინტერესდით ჯამრთელობით, ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეთ ზომიერად, ნუ გადაიღლებით.

კურო
შეიძლება ფული დაგჭირდეთ საბინაო საკითხებისთვის. ზოგი კი სახლიდან გააგრძელებთ მუშაობას. საქმიან პარტნიორებადაც კი შეიძლება შინაურულ გარემოში შეხვდეთ. გაგიჩნდებათ სურვილი, ბიზნესსაქმიანობა დაიწყოთ ნათესავებთან ერთად ან მათგან კარგი რჩევა მიიღოთ. შუა აგვისტოდან შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ, მეგობრებთან ერთად გართობა და მხიარულება. თვის დასაწყისში რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იქნებით მომართული. საყვარელი ადამიანის განებივრება მოგინდებათ საჩუქრებით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი მოგემატებათ. შეიძლება ერთად გაემგზავროთ შვებულებაში. გამონახეთ დრო ბავშვებისთვისაც. 17 აგვისტოდან მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. დაკვირვება გმართებთ დეტალებისდამი. თვითგამოხატვის სურვილი მოგეძალებათ. გირჩევთ, მეტად დისციპლინირებული იყოთ. არ ჩაერთოთ აზარტულ თამაშებში, ფულზე. თუ სპორტულ შეჯიბრებაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იყავით სამართლიანი. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ნუ გაატარებთ, სპეციალისტს გაესინჯეთ.

ტყუპი
თვის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ შემოსავალი ბინის გაქირავებით ან დახმარება ოჯახიდან. იზრუნებთ ბინის კეთილმოწყობაზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. შინ ყოფნა უფრო ტკბილი გახდება. შეყვარებულება შეიძლება დაოჯახება გადაწყვიტოთ. თვის მეორე ნახევარში მეტად მოიცლით რომანტიკული თავგადასავლისთვის. გაგიჩნდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. გახშირდება შინ სტუმრების მიღება. მოგინდებათ შინ ყოფნა, წიგნების კითხვა და მუსიკის ან აუდიოწიგნების მოსმენა. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ სახლის მშენებლობას ან რემონტს აპირებთ. მეტი იმოძრავეთ სუფთა ჰაერზე, გამორიცხეთ რაციონიდან მძიმე საკვები.

კირჩხიბი
დაინტერესდით ახალი ტექნოლოგიებით, აითვისეთ ინტერნეტსამყარო. კარგად შეგეძლებათ ლაპარაკი და გარშემო მყოფებისთვის სათქმელის სწორად მიტანა. მეგობართან შეიძლება გააბათ რომანი ან მეგობრების წრეში გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ. ზოგიერთი გადაწყვეტს, ბიზნესი წამოიწყოს და-ძმასთან ერთად ან მათი დახმარებით გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა. აგვისტოს ბოლოსკენ დათბება დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ ბინის კეთილმოწყობა. შვილებთან ერთად გაატარეთ მეტი დრო. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. რჩევისთვის მიმართეთ ბებია-პაპას. მოიმატებს გადაადგილების სურვილი, შეიძლება ახლობლებთან ერთად ვარჯიშიც კი დაიწყოთ. დაუთმეთ დრო და ენერგია ახლის შესწავლას, ზოგი გადაწყვეტს, მიუბრუნდეს იმ ხელობას, რასაც მისი წინაპრები მისდევდნენ. გაფრთხილდით, არ მიიღოთ კიდურებთან დაკავშირებული ტრავმა.

ლომი
მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, ფულის დაბანდება, ბიზნესში - ფინანსურად ძლიერი პარტნიორის მოზიდვა. ან შეიძლება თქვენს მეუღლეს გაუუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა ან მისთვის შეიძინოთ ძვირფასი საჩუქრები. მეტად გამოავლინეთ თქვენი თავი, ნიჭი და შესაძლებლობები. მოგინდებათ ახალი პროექტების დაწყება, იმიჯის შეცვლა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობებს მარტივად გაუმკლავდებით. მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ და ისე იმოქმედოთ, რეპუტაცია რომ არ შეილახოთ. 17 აგვისტოდან გააქტიურდება შეხვედრები, მიმოსვლები ახლო მანძილზე. საყვარელი ადამიანი უსიტყვოდ გაგიგებთ ან ერთად დაიწყებთ მოგზაურობას. მოიმატებს შრომისმოყვარეობა, გაგიჩნებათ მეტი ფულის გამომუშავების სურვილი. განახორციელებთ ამბიციურ მიზნებს. ჯანმრთელობის მხრივ, ფიზიკურად არაფერი გემუქრებათ, თუ ცუდი ფიქრებით არ გაიწამებთ თავს. ეცადეთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ესტუმროთ მეგობრებს.

ქალწული
ინტუიცია გაგიმძაფრდებათ და მას უნდა ენდოთ. მოგინდებათ ყველაზე ზრუნვა და თანაგრძნობა. გაფრთხილდით, სხვაზე ზედმეტად გადაყოლამ თავად არ დაგაზარალოთ. პერიოდულად განმარტოვდით, სიმშვიდეში დაისვენეთ. კარგია მედიტაცია, საკუთარ თავში ჩაღრმავება. ნუ გააბამთ ფარულ კავშირებს ან საეჭვო პირებს ნუ დაუკავშირებთ ბედს. იყავით რაციონალური. ზოგიერთმა შეიძლება ლიტერატურაში მოსინჯოს ძალები და საინტერესო ნაწარმოებები შექმნას. ზოგი კი მუსიკაში ჰპოვებს შვებას. თვის ბოლოს მოგინდებათ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. იყავით მომართული დასვენებაზე, საკუთარი თავის განებივრებაზე ახალი სამოსით, იმიჯის შეცვლით. ზოგიერთი გადაწყვეტს, რომ შეიცვალოს იმიჯი. გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, მარტოხელები დაწყვილდეთ. თუ შეყვარებული ხართ, ნუ გერიდებათ პირად გრძნობაზე საუბარი. თვის ბოლოს ფინანსურად გულუხვი გახდებით ახლობლების მიმართ.

სასწორი
თვის დასაწყისში საკუთარ თავში იქნებით ჩაღრმავებული. ფული შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობით, სხვებისთვის ფარული შემოსავალი გაგიჩნდეთ. ზოგიერთი კი ფარულ რომანს გააჩაღებთ, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას განმარტოვდებით. მარტოხელებისთვის შუა აგვისტოდან რომანტიკული ნაცნობობის შანსი იზრდება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მოიმატებს საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი. შეიძლება დამოუკიდებლად დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა. ზოგიერთს გაგიტაცებთ თქვენი ოჯახის, ფესვების ისტორია, შეიძლება გაიხსენოთ წინაპრები, მოინახულოთ მათი საფლავები. გაგიტაცებთ ეზოტერიკული მეცნიერებები. ზოგი კი გააბამთ ფარულ მიმოწერას ან ფულის ფარული წყარო გამოგიჩნდებათ. იყავით დაკვირვებული, რომ არ გათქვათ საიდუმლოებები. ნუ დაარღვევთ კანონს. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. კარგია მასაჟი, მედიტაცია, იოგა.

მორიელი
გახშირდება მეგობრული შეხვედრები, ზოგიერთმა შეიძლება მეგობრებთან ერთად განახორციელოთ ახალი იდეები. გაერთიანდეთ ახალ ჯგუფში და პროფესიონალებთან ერთად იმუშავეთ ახალ პროექტებზე. დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. უსიამოვნებების მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარებიან. აგვისტოს დასაწყისში მოგინდებათ რომანტიკული ურთიერთობის გაბმა მეგობართან. ან შეიძლება მეგობრების დახმარებით გაიცნოთ საინტერესო პიროვნება. ზოგიერთი შუა აგვისტოდან გაასაიდუმლოებს სასიყვარულო ურთიერთობას. ზოგი კი მიხვდება, რომ არსებულ ადამიანთან ურთიერთობას წერტილი უნდა დაუსვას. კარგი იქნება, თუ 17 აგვისტოს შემდეგ გაერკვევით საკუთარ გრძნობებში. აგვისტოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხე არ გელოდებათ. თუმცა, გირჩევთ, არ გადაიტვირთოთ, არ ფიზიკურად და არც გონებრივად. აგვისტოს ბოლოსკენ მოერიდეთ ტრავმულობას.

მშვილდოსანი
აქტიურად იქნებით ჩართული კარიერულ საკითხებში. ყველა იმ საქმეში, რაც თქვენ გარშემო ხდება. ნუ შეგეშინდებათ აქტიურობის. მთავარია, იყოთ დისციპლინირებული. ეს ეხება კვებასაც და დასვენებასაც. საზღვარგარეთ მოგზაურობის, უცხოელებთან რომანტიკული ურთიერთობის გაბმის შესაძლებლობა გეძლევათ. ზოგიერთებს დაგაინტერესებს უცხო ქვეყნის კულტურა, რელიგია, ცხოვრების სტილი ან გადაწყვეტთ, რომ შეისწავლოთ უცხო ენა. დაქორწინებულებს გაიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლის ნათესავებთან. გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან ან თანამდებობით (ან ასაკით) თქვენზე უფროს, გავლენიან ადამიანთან. სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ და ეს მოხდეს დაწინაურების ან დაოჯახების გამო.

თხის რქა
გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი ფარულისა და საიდუმლოსადმი. დეტექტიური, მისტიკური ჟანრის წიგნების წაკითხვა გაგიტაცებთ ან შეიძლება თავად გაეხვიოთ დეტექტიურ სიტუაციებში, სექსუალურობისკენ გადახრით. მოგინდებათ საკუთარი თავისა და პარტნიორების გადაკეთება. თვის ბოლოს გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან, ზოგიერთმა შეიძლება ფულიც კი მიიღოთ საზღვარგარეთიდან, გაემგზავროთ საზღვარგარეთ სასწავლებლად, სამუშაოდ. მოგიდებათ რომანტიკული ურთიერთობის გაბმა უცხოელთან ან საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს გელით რომანტიკული თავგადასავალი. 17 აგვისტოს შემდეგ მარტოხელმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან, საქმიან პარტნიორთან. ზოგიერთი ოფიციალურ ქორწინება გადაწყვეტს. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მოგემატებათ ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა, სიცოცხლის ხალისი. მძაფრად განიცდით ინტრიგებს, უსამართლობას.

მერწყული
საინტერესო და უჩვეულო იდეები დაგებადებათ. დაინტერესდებით გარშემო მყოფების ფსიქოლოგიით, ეზოტერიკით. შეიძლება დაფიქრდეთ პროფესიის შეცვლაზე ან ახალგაცნობილმა ადამიანმა მიგახვედროთ, რომ სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები. გადახედეთ ფინანსურ თემებს, მოაწესრიგეთ დოკუმენტები, ხელშეკრულებები. თვის ბოლოს უცხოელ პარტნიორებთან ალიანსზე დაფიქრდებით. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, შეიძლება ახალი სასიყვარულო პარტნიორი გამოგიჩნდეთ ან არსებულთან გაგიუმჯობესდეთ სექსუალური ცხოვრება. ფული ან ძვირად ღირებული ნივთები შეიძლება მიიღოთ პარტნიორისგან (მან უზრუნველგყოთ). აგვისტოს ბოლოსკენ მოგინდებათ უცხო კულტურის შესწავლა ან შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი. ზოგი კი ფულს უცხოეთში მცხოვრები ახლობლებისგან მიიღებთ. სექსუალური ენერგიის მომატებას იგრძნობთ. ზოგი გადაწყვეტთ არსებულ დაავადებას ორიგინალური მეთოდით გაუმკლავდეთ. შეიძლება დაგაინტერესოთ აღმოსავლურმა მედიცინამ, ფილოსოფიამ, საბრძოლო ტექნიკამ. გირჩევთ, მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. არ გირჩევთ მემკვიდრეობის გამო ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას.

თევზები
აგვისტოს დასაწყისი თქვენთვის რომანტიკისა და ბედნიერების პერიოდია. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, თუ აქამდე გაბუტულები იყავით. მარტოხელებს გაქვთ შანსი გაიჩინოთ მეორე ნახევარი. თუმცა, მომენტალურად მეუღლედ ნუ აღიარებთ, ჯერ დააკვირდით. 17 აგვისტოდან სითამამე მოგემატებათ და იმასაც კი მოსინჯავთ, რისიც ადრე გეშინოდათ. მთვარია, არ დაზარალდეთ არც ფიზიკურად, არც მატერიალურად. მოერიდეთ უსიამოვნებას პარტნიორებთან. ამან შეიძლება სულიერი უსიამოვნება მოგიტანოთ. მეტად მოსიყვარულე იყავით საყვაელი ადამიანის მიმართ. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნებისმიერ უსიამოვნო სიმპტომს მიაქციეთ ყურადღება. მოერიდეთ სამსახურში ტყუილ საუბრებს, კოლეგებზე ჭორაობას. ზოგიერთ საკითხეზე დამოუკიდებლად მოგიწევთ მუშაობა. თვის მეორე ნახევრიდან დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. გახშირდება მიმოწერა პარტნიორებთ, მივლინება. ილაპარაკეთ მხოლოდ ის, რაშიც დარწმუნებული ხართ. გაგიმარტივდებათ საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42