"მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც იყო ცხელი და უკვე გაცივებულია" – მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ინფექციონისტისგან
ეს საინტერესოა - 19:57, 30 Jul, 2021     4403
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობისთვის რჩევებს გასცემს, რომლებიც მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებას ეხება.

"წყალი და საკვები

1. მოვერიდოთ უმ ბოსტნეულს, თუ ჩვენ თვითონ არ ვრეცხავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეული ზოგადად ჯანსაღი კვების აუცილებელი ნაწილია, საკვებ პუნქტებში, მითუმეტეს თუ ხალხმრავლობაა და ალბათობა იმისა, რომ რესტორნები ვერ ასწრებდნენ ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვას, ბოსტნეული, განსაკუთრებით კი სალათის ფურცლები, შეიძლება არ იყოს ადექვატურად გარეცხილი და საშიში ინფექციური დაავადებების წყარო აღმოჩნდეს. ეპიდემიოლოგიაში არაერთი ეპიდაფეთქებაა ცნობილი სწორედ სალათის ფურცლებთან დაკავშირებით.

2. ასევე მოვერიდოთ ხილს, თუ ჩვენ არ ვრეცხავთ, მათ შორის გათლილ ხილსაც. ადამიანებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ გათლილი ხილი უსაფრთხოა, თუმცა თუ ხილი გათლამდე კარგად არ არის გარეცხილი, ცხადია, რისკებს შეიცავს.

3. ვეცადოთ გარეთ მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ცხელია. ასეთ საკვებში ნაკლებია მიკროორგანიზმების არსებობის ალბათობა.

4. მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც იყო ცხელი და უკვე გაცივებულია (განსაკუთრებით გარეთ, სწრაფი კვების პუნქტებში). ასეთ საკვებში მიკროორგანიზმების გამრავლების ალბათობა მაღალია.

5. მოვერიდოთ ყველს, რომელიც გარეთ, მაღალ ტემპერატურაზე უმაცივროდ არის. ხშირად შევხვდებით მაცივრის გარეშე გასაყიდ ყველს ქუჩაში. ზოგადად, რბილი ყველი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა. ამიტომ გამოყენებამდე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შენახვის პირობები დაცულია.

6. უპირატესობა მივანიჭოთ ცხელ სასმელს (ჩაი, ყავა), წვენებთან შედარებით.

7. წყალი ჯობია იყოს ბოთლის, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბოთლი დალუქული იყო და ჩვენ გავხსენით. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც გამოყენებულ ბოთლებში ასხამენ წყალს და ყიდიან ქუჩებში.

8. მოვერიდოთ ყინულს, რადგან წყალი შეიძლება ბოთლის იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი წყალი იყო გამოყენებული ყინულის დამზადებისას.

9. არ ვიცურავოთ ისეთ ადგილებში, სადაც არსებობს რისკი, რომ ცხოველის ფეკალური მასებით ხდებოდეს დაბინძურება (მაგალითად, ზოგან მდინარეებში და ტბებში)",– აცხადებს ბუწაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42