ხაშურში სამოქალაქო აქტივისტს ზაზა მეხრიშვილს საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი და ორი მაღალჩინოსანი - სერგო ლალიაშვილი და კოტე ფრუიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
ძალადობის ამსახველი ვიდეო მეხრიშვილმა სოცილაურ ქსელში გააზიარა.
სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი საჯარო მოხელეების რისხვის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ის მაღალჩინოსნებს სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში ამხელს ხოლმე:
"საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბრის დროს მომივიდა კონფლიქტი. მოვიდა თავისი მანქანით, დამარტყა ხელი, ხელი დამატყა კრიტიკიდან გამომდინარე, სულ ვაკრიტიკებ. 2-ჯერ გამლახეს. საკრებულოს თავჯდომარემ გამლახა. მერიის წინ სერგო ლალიაშვილმა და კოტე ფრუიძემ ხელი დამარტყეს. მავიწროებენ, ხან ვის მიგზავნიან, ხან ვის. იცოდნენ, რომ საკრებულოზე კენჭი უნდა მეყარა", - ამბობს მეხრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები