საქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:06, 30 Jul, 2021     592

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღნიშნული საბანკო გარანტიების მიღებას მომხმარებელი სულ რაღაც 1 დღეში, გირაოს გარეშე შეძლებს.

სატენდერო გარანტია იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ. ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარგანსაზღვრული პირობებით შესრულებას უზრუნველყოფს.

ბანკი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გამარტივებული პროცედურით, გირაოს გარეშე, სულ რაღაც 1 დღეში მიიღონ აღნიშნული საბანკო გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ პირობები ვრცელდება 1,000,000 ლარამდე კონტრაქტებზე. სატენდერო გარანტიის შემთხვევაში კი მომსახურების მიღება დისტანციურად არის შესაძლებელი.

„იმისათვის, რომ ჩვენმა ბიზნეს მომხმარებელმა კიდევ უფრო მარტივად შეძლოს საკუთარი საქმიანობის წარმართვა, მათ სიახლე შევთავაზეთ. ის კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის მიღებით არიან დაინტერესებული, ამიერიდან შეძლებენ საქართველოს ბანკის სატენდერო და სახელშეკრულებო გარანტია გირაოს გარეშე კიდევ უფრო გამარტივებული პირობებით, 1 დღეში მიიღონ. გვჯერა, რომ ეს სიახლე არაერთ ბიზნესის წარმომადგენელს გაუმარტივებს წვდომას საჭირო რესურსებზე და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.

სატენდერო და სახელშეკრულებო შესრულების გარანტიების პირობებზე ინფორმაცია ვრცლად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UVE7Zr





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42