ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა, საგარეო საქმეთა საკითხებში გახარიას მრჩევლად დაინიშნა. მან გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა და არ დამალა, რომ ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა:
„როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მე ვიქნები მისი მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში. გარკვეულწილად დისტანციურად მომიწევს ამის გაკეთება, რადგან მომავალ წელს აშშ-ში მივემგზავრები, როგორც მოწვეული პროფესორი, მაგრამ თანამშრომლობას გავაგრძელებ.
რაც შეეხება წინა თანამდებობის დატოვების საკითხს, იყო გარკვეული შელაპარაკება და უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. ჩემი სურვილით წავედი, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი მისია იმ მომენტისთვის ამოწურული იყო. არაფრის განმარტება და არავის მიმართ ხელის გაშვერა არ მინდოდა, რადგან არ მსურს დავაზიანო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც 8 წლის განმავლობაში ვმსახურობდი“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები