საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული წვრთნა რუსეთს "ზომების მიღებას“ ავალდებულებს - პუტინის პრესმდივანი
პოლიტიკა - 00:09, 30 Jul, 2021     1593
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) გამოეხმაურა.

"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო თავის ინფრასტრუქტურით არა უბრალოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივაა, არამედ ეხება ჩვენს საზღვრებს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ძალიან ყურადღებით დაკვირვების საგანს წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ ეს გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს“,- აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო წვრთნაში აზერბაიჯანის ქვედანაყოფიც მონაწილეობს. მისი თქმ,იოთ, ამ ქვეყანასთან რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს.

„მთავარია, რომ მსგავსი სწავლების სცენარი არ ითვალისწინებდეს შენიღბულ მოქმედებას ჩვენი მიმართულებით. მაგრამ სწავლების სცენარი იკვრება ნატოში, ხოლო ალიანსი არ მალავს, თუ ვინ არის მისი მთავარი მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია, ნიშნავს თუ არა მისი ეს სიტყვები, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ წვრთნაში აზერბაიჯანის ქვედანაყოფის მონაწილეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42