სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს. ის მოუწოდებს პარტიებს, მხარი დაუჭირონ იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად.
„“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხარო. ეს შეთანხმება სახავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისათვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს და დაეხმარება საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ გზაზე; სწორედ ამიტომ, საქართველომ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში შეიტანა შეთანხმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, - წერს აპატურაი.
მასალის გამოყენების პირობები