შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ "ქართული ოცნება" ასრულებდა, მმართველი პარტიის მიმართ საყვედური ვერ იქნება - თალაკვაძე
პოლიტიკა - 16:07, 29 Jul, 2021     1240

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიმართ საყვედური ვერ იქნება იმის ფონზე, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელშეკრულებას 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა. როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხაებაში აღნიშნა, შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება:

„პრეზიდენტ მიშელის, ამერიკის საელჩოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება.

შეთანხმება რომელსაც ხელს 115 დეპუტატი აწერდა, მართლაც გაუქმდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 115-დან 84 დეპუტატი უმრავლესობის წევრია. ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს და ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას(!) ამ დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი. მეტიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები, არამედ ამ დოკუმენტის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად შეეცადა პროცესების რადიკალიზაციას, გაზარდა დაპირისპირების დონე და სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა.

შესაბამისად, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და შემდგომმა პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა, რომელიც პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებით დასრულდა, უზრუნველყო პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა და წერტილი დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული და საზოგადოების მხარდაჭერით, მზად არის კიდევ ერთი გამარჯვებისთვის! შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც გამჭვირვალედ, გაუმჯობესებული რეგულაციებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩავატარებთ. შედეგად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით 1 თვეში, რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სიმშვიდე და ხელისუფლების ეფექტური მუშაობით, მოქალაქეთა ჩართულობით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადავიდეს განვითარების ნორმალურ რეჟიმში“, - წერია თალაკვაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42