მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშის მარაგი გადაეცათ
საზოგადოება - 14:15, 21 Dec, 2013     1627

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს თემის სოფელ დობერაზენის მკვიდრი ცხრა ოჯახი, რომელთაგან უმეტესობა სოციალურად დაუცველია, შეშის გარეშე იყო დარჩენილი. საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, აღნიშნული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და

ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა 20 კუბური მეტრი შეშის მარაგის მობილიზება. აღნიშნული უწყებების წარმომადგენლებმა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას შეშა გადასცეს. (აქვე მოხდა შეშის დაჩეხვა და ოჯახებში დასაწყობება,

რათა მოსახლეობას მისი გამოყენებისას პრობლემები არ შექმნოდა.)

დობერაზენის მოსახლეობა მთლიანობაში 45 ოჯახს შეადგენს. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42