თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, ღია განაცხადი იყო პრორუსულობაზე. ხოშტარიას თქმით, აუცილებელია ამ გამოწვევაზე, ოპოზიციური სპექტრიდან და საზოგადოების მხრიდან სათანადო პასუხი იყოს. ის მოუწოდებს საზოგადოებას, არჩევანი კოალიციური, ურთიერთდაბალანსებული ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთოს:
"ერთადერთი სიახლე, რაც ვნახეთ გუშინდელ განცხადებაში, ეს იყო, რომ მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ შეძლებენ არათუ უმრავლესობის, არამედ 43%-ის მოპოვებასაც კი. ჩვენ ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე.
ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე. მათ თქვეს, რომ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა ყველა მოქალაქის, არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ამ გამოწვევაზე უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული. გავაკეთოთ არჩევანი კოალიციური, მრავალფეროვანი უერთიერთდაბალანსებული, ურთიერთპატივისცემაზე აწყობილი ხელისუფლების სასარგებლოდ", - აცხადებს ხოშტარია.
მასალის გამოყენების პირობები