ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დოკუმენტის ანულირებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება საქართველოს სთავაზობს ევროპულ გზას, ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ. მიშელი მოუწოდებს ველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში:
"ყურადღებას ვამახვილებ ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს სთავაზობს ევროპულ გზას, ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ.
ასევე ყურადღებას ვამახვილებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ აწერს.
მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილებს და ზრდას - ყველაფერი, რაც საჭიროა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
სიღრმისეული საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას ვერ ვხედავ.
მოვუწოდებ ყველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.
საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ განმეხილა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები