პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მმართველი გუნდი 43%-ზე მეტ შედეგს დადებს, ამის პარალელურად კი არ შეიძლება შეთანხმების ვალდებულება მხოლოდ ერთმა მხარემ შეასრულოს, მეორე კი დესტრუქციას ცდილობდეს. როგორც ვოლსკი განმარტავს, ხელისუფლებაც შეშფოთებულია, თუმცა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს:
"შიდა კვლევები საკმაოდ მაღალ შედეგებს გვიჩვენებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არათუ 43, მეტიც არის მოსალოდნელი. არ შეიძლება, ვალდებულებებს იღებდე ცალმხრიდავ და მეორე მხრიდან დესტრუქციის მცდელობებს უყურებდე.
შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, მაგრამ არ შეიძლება, რომ ერთი მხრივ გქონდეს აღებული ვალდებულებები და მეორე მხარეს უყურებდე, როგორ ანგრევს ქვეყანას და დესტაბილიზაციის გეგმებს ალაგებს და ანვითარებს. ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა და ამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა", - აცხადებს ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები