მმართველ პარტიას ეკისრება ვალდებულება - სენატის ორპარტიული ჯგუფის განცხადება
პოლიტიკა - 11:11, 29 Jul, 2021     1182

სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურებიან.

სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა იმედების გამაცრუებელი იყო. მათივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა სწორედ, მმართველ გუნდს ეკისრება.

"ძალიან იმედგაცრუებული ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის იმ რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილს შეთანხმება დაიდო. იმედების გამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელია არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ამ მნიშვნელოვან პერიოდში კიდევ უფრო იმედების გამაცრუელბელი იყო ქართული ოცნების მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან.

მეტწილად, სწორედ, მმართველ პარტიას ეკისრება ვალდებულება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.

მოგიწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისა და და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციეებისკენ.

საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ერვოკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს",- აღნიშნავენ სენატორები.

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42