აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ცონების მიერ მიშელის დოკუმენის ანულირებას გამოეხმაურა და "ამერიკის ხმასთან" მიცემულ კომენტარში შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გაქრობის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის:
"უბრალოდ, შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს... ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის.
მე არ შემიძლია საკმარისად ზუსტად გადმოგცეთ ჩემი და საქართველის მრავალი ამერიკელი მეგობრის შეშფოთება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა", - განაცხაა იალოვიცმა.
მასალის გამოყენების პირობები