ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია "ტოიოტა თსუშოს" წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა
პოლიტიკა - 10:06, 29 Jul, 2021     891

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს" (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას შეხვდა. აღნიშნული კორპორაცია, რომელიც „ტოიოტა ჯგუფის" შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.

შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო და საქმიანი გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად განვითარებისთვის.

შეხვედრაზე „ტოიოტა თსუშო" - ს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკითა და მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის" წარმოებით. ითქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

"იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოთი ინვესტირების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც. „ტოიოტა ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ," - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა თსუშო" იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ. ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით. იაპონელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელიც მცირე ხნის წინ ამოქმედდა. „იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი - საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და, ასევე, ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები," - განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42