საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა - ამერიკელი სენატორები
პოლიტიკა - 09:24, 29 Jul, 2021     1042

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ეს ძირს უთხრის იმ რეფორმების გატარების ძალისხმევას, რაც შეთანხმებულია 19 აპრილის შეთანხმებით" - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანებიან.

"შეერთებული შტატები, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად, " - აცხადებენ სენატორები.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები.

"საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იყო, ქართული ოცნების განცხადება, რომ აპირებს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად სწორედ მმართველ პარტიას ევალება, გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავებები და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს. როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს,"- აცხადებენ სენატორები.

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ბენ კარდინი რობ პორტმანი, ქრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42