ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება დიდი საფრთხის ქვეშ დადგა.
მისი თქმით, ქართულმა ოცნების ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ გააცნობიერა, რომ ვერც პარტია და ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43-პროცენტიან ზღვარს.
"რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქრთველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება არის რა თქმა უნდა, დიდი საფრთხის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები. თუმცა ასევე, დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, აქტიურად, ყოველ წუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტიებების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები