"მიშელიც გადააგდეს... ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ "ოცნებას" სასამართლო!“ - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 18:36, 28 Jul, 2021     1164
“ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერი. მმართველი გუნდის მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ოცნებას არასოდეს შეუსრულებია დანაპირები, ხოლო ოპოზიციის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და შემდეგ პარლამენტში შესვლა იყო „ხალხის ღალატი“, რადგან ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს მხოლოდ ერთიანი პოზიციი და საერთო პროტესტით აიძულებდა ოპოზიცია დათმობაზე წასულიყო.

ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ "ოცნებას" სასამართლო!

სხვა შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა, იმ ერთადერთსაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია, დამოუკიდებლობას დავკარგავთ.

ამისთვის მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო!

რადგან "ოცნებას" მხოლოდ ბევრი ხალხის ეშინია.

ამიტომ, ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რაც შიძლება მეტი ადამიანი, მეტი პროცენტი რომ ავიღოთ და გაყალბება გაუჭირდეთ!

ოღონდ, ჯერ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ფსევდო ოპოზიციის ლუსტრირება უნდა მოხდეს, მათი ატანა უნდა დასრულდეს!

თორემ, ძველი ნათქვამია:

"ერთმა ტალახიანმა ღორმ,ა მთელი ნახირი გასვარაო" და ასე იქნება ზუსტად!

ის, რომ "ოცნება" არც არასოდეს აპირებდა ამ შეთანხმების შესრულებას ეს თავიდანვე ჩანდა.

ან რა შეუსრულებია?!

ხალხზე მიცემული დაპირებები, უცხოელ პარტნიორებზე მიცემული დაპირებები, თუ გაეროს ტრიბუნიდან გაცხადებული?!

მათ დრო მოიგეს უბრალოდ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შეიყვანეს და არჩევნებიც გაიპრავეს.

ამიტომ ვამბობდი თავიდანვე, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა იყო ხალხის ღალატი!

რადგან მხოლოდ ხალხის ერთიანი პროტესტი, ერთიანი მუხტი აიძულებდა ოცნებას დათმობაზე წასულიყო!

ამათმა კი, მიშელის დოკუმენტი ბიბლიად გამოუცხადეს ადამიანებს და ამაზე დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური მომავლის აგება.

მოკლედ, აწი უნდა გავიდნენ და უნდა შევიდნენ, "ოცნება" გავიდა თვითონ და შეატოვა ოპოზიცია.

თან ოპოზიციის ნაწილი ისე კომფორტულადაა შებრძანებული, უკან გამობრძანება არც ახლა უნდათ“, - წერს დავით ჭიჭინაძე ფიესბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42