
9 წლის მოსკოველმა გოგონამ ალისა ტეპლიაკოვამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მისი სურვვილია, სწავლა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. მან სკოლა 8 წლის ასკში დაამთავრა.
უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ მის უმაღლეს სასწავლებელში უკვე იყო 14-15 წლის სტუდენტების ჩარიცხვის ფაქტები, მაგრამ ტეპლიაკოვას შემთხვევა მართლაც უნიკალურია.
მისი თქმით, ამჟამად ხდება დადგენა, გადალახა თუ არა გოგონამ ფაკულტეტზე მოწყობის ბარიერი.
თუ გოგონას სასწავლებელში მიიღებენ, რექტორის თქმით, აუცილებელია ის პედაგოგ-ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
ალისამ სკოლის პროგრამა სახლში გაიარა, ისევე როგორც მისმა ექვსმა და-ძმამ. მისი და ლეია დარეგისტრირებულია როგორც ყველაზე პატარა სკოლის მოსწავლე - ის სასწავლებელში 4 წლისა და 6თვის ასაკში ჩაირიცხა. სკოლის 9 წლის დამთავრების ატესტატის მფლობელია ალისას 7 წლის ძმა ხეიმდალი.
ვუნდერკინდების მამა ევგენი აცხადებს, რომ ბავშვების სწავლის პროცესი დღეში დაახლოებით 5 საათს გრძელდება, თუმცა, ის ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს: "ეს სკოლა არ არის, რომ გაკვეთილები ზარის დარეკვამდე გაგრძელდეს." ის თვლის, რომ ბავშვების ზრდა ნორმალური პროცესით მიდის და მათ ბავშვობას არავინ უკარგავს.
მასალის გამოყენების პირობები


