საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება. მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით, აუცილებელია თითეოული ფაქტი გამოძიებულ იქნას და შესაბამიდი შედეგები დადგეს:
"დემოკრატიულ საქართველოში მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას და დემოკრატიულ, დასავლურ და ევროპულ ქვეყნად გადაქცევას, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება მედიის თავისუფლებაა.
დარწმუნებული ვარ, რომ 5 ივლისს მოხმდარი ძალადობის გამო დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებელია მედიას თვისუფლად მოქმედების საშუალება ჰქონდეს, ჩვენ ჟურნალისტებს მხარს ვუჭერთ. მოხდართან მიმართებაში აუცილებელია რომ ძალადობის თითოეული ფაქტი გამოიძიონ და შესაბამისი შედეგები დადგეს", - განაცხადა დიეგო კოლასმა.
მასალის გამოყენების პირობები