საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. მისი თქმით, აცრა არის ერთადერთი საშუალება, ადამიანებმა საკუთარი თავი და გარშემომყოფები დაიცვან, გარდა ამისა, იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონოიკის გადარჩენისთვის:
„აშშ მოხარულია, რომ შეძლო საქართველოსთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის საჩუქრად გადაცემა და ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც არის და დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები