ნათია თურნავა: "დღეს, როდესაც პანდემიის გამო ჩვენი ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, იუნესკოს გადაწყვეტილება მისი სწრაფი აღდგენის გარანტიაა"
პოლიტიკა - 19:51, 27 Jul, 2021     769

„ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის იუნესკოს მიერ საქართველოში ოთხი დაცული ტერიტორიის აღიარება, შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს და შევქმნათ მისი ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია" - ამის შესახებ ნათია თურნავამ კოლხეთის ეროვნული პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც UNESCO-ს კომიტეტის მიერ „საქართველოს კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის" მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და ის ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამთავრობო გუნდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ნათია თურნავას შეფასებით, პირველ რიგში, ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ რეგიონებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ეროვნული პარკების მახლობლად და ქმნიან იმ გარემოს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნების ტურისტები.

„ეს ნიშნავს ასევე ეკოტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი მოიცავს სპეციალური მხარდაჭერის პროგრამებს ეკო და აგროტურიზმისთვის. ესაა გრანტებისა და სესხების სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენოს მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე კვების ობიექტები, რაც ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ოთხ დაცულ ტერიტორიას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, ასევე ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42