ნათია თურნავა: კოვიდის მიუხედავად, საზღვაო სექტორი, პორტები არ გაჩერებულან, ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა
პოლიტიკა - 18:20, 27 Jul, 2021     751

„პრემიერ მინისტრის დავალებით, პირადად ვაორგანიზებ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას - დღეს ფოთში ვიმყოფები, სადაც საზღვაო, საპორტე ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ესენი არიან ფოთის ტერმინალის, პორტის თანამშრომლები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ფოთში. ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე და მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არც ერთი წამით არ გაჩერებულან. ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ფოთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. მინისტრთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

მინისტრის შეფასებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია, თან შევებრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება, თან არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და პირიქით, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას.

„მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში დაწყებულია, გვაქვს საკმარისი რაოდენობის დოზები, 2 მილიონი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის შემოტანილი ქვეყანაში და კიდევ შემოვა დამატებით „ფაიზერის" მილიონი ვაქცინა. დიდი მოთხოვნაა ყველა მწარმოებლის ვაქცინაზე, მათ შორის განსაკუთრებით „ფაიზერს" ელოდა ჩვენი მოსახლეობა და არის შესაძლებლობა, ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით ჩაიტაროს ვაქცინაცია" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მინისტრის თანდასწრებით მასობრივი ვაქცინაციის რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის 24 ივლისს ბათუმში, სადაც ასევე საზღვაო სექტორის წარმომადგენლები აიცრნენ. ნათია თურნავას განცხადებით, მომავალშიც აპირებს სხვადასხვა დარგების, მსხვილი ბიზნესების, კომპანიების და ორგანიზაციების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42