საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსი თავის მიმართვაში ქვეყანაში შექმნილ პოლარიზებულ გარემოზე აკეთებს აქცენტს და ხელისუფლებას მისი გამოსწორებისკენ მოუწოდებს. დემსის თქმით, დროა ხალხის აზრი გაითვალისწინოს ყველამ, რადგან პოლიტიკა უკეთესი ცხოვრების შესაქმნელადაა საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია ქუჩაში ძალადობის ფაქტები შემცირდეს, მედიაზე თავდასხმა აღარ ხდებოდეს და ფასი ჰქონდეს სიტყვის თავისუფლებას, რაც დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი პრინციპია:
„თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ, აკეთოთ ის საქმე, რაც ქუჩაში ხალხს აღელვებს, რადგან პოლიტიკა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა. ეს ასევე არის ევროპის საბჭოს ამოცანაც. ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის საქმეა, დაიცვას ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლება, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ესაა ჩვენი საქმე. ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება.
რაც მოხდა აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ცხადია, მაგრამ საჭიროა კიდევ განვაცხადოთ, რომ ასეა. ქუჩაში ძალადობა უნდა კონტროლდებოდეს შეძლებისდაგავარად. არ ვიცი, ეს მოხდა განზრახ თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ, გაუფრთხილდეთ სიტყვას და მედიის თავისუფლებას, მედია უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიასთან დაკავშირებით უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ იმასთან, თუ რა მოხდა და ეს ასეც ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, არიან დაკავებულებიც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი დაინტერესდებიან ყველაზე მცირე დეტალებითაც კი, რომ გაეცეს პასუხი შეკითხვას, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ვინ წააქეზა ეს და რა მიზნით, მსგავსი რამ აღარ უნდა გამეორდეს.
თუ არის აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის მედიის წინააღმდეგ, მისი დიდი წინააღმდეგი ვიქნები. სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება, რა ხდება და რა აზრი გვაქვს ამაზე. ცხადი უნდა იყოს, რა არის აზრი და როგორია ფაქტი და ეს პრობლემა არ არის, თუ გარკვეულ დაძაბულობას ქმნის ასეც შეიძლება იყოს, თუ ცნობილია, რა არის ფაქტი და რა აზრი, ამის შესახებ პრემიერს და სხვა მთავრობის წევრებთანაც ვილაპარაკებ, მაგრამ პრესის თავისუფლების შეზღუდვა ნამდვილად არის ის, რასაც მე არ მოვიწონებ,-თქვა რიკ დემსიმ.“, – განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები