
მომღერალი Pink-ი ნორვეგიის პლაჟის ხელბურთის ქალთა გუნდს მხარდაჭრას უცხადებს და ევროპის ხელბურთის ფედერაციას სექსიზმში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ნორვეგიის პლაჟის ხელბურთის ქალთა გუნდი 1 500 ევროთი დააჯარიმა, რადგან სპორტული ფორმის მიღებული სტანდარტის - ბიკინის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ შორტები ჩაიცვეს.
Pink მხარს უჭერს სპორტსმენებს. მისი თქმით, ის ამაყობს გოგონებით, რომლებიც სექსისტურ წესებს ეწინააღმდეგებიან.
”ძალიან ვამაყობ ნორვეგიის ქვიშის ხელბურთის ქალთა გუნდით, რადგან მათ გააპროტესტეს მათი "უნიფორმის" შესახებ არსებული სექსისტური წესები. ევროპის ხელბურთის ფედერაცია უნდა დაჯარიმდეს სექსიზმის გამო. ყოჩაღ ქალბატონებო. დიდი სიხარულით გადავიხდი ჯარიმას თქვენს ნაცვლად, ასე გააგრძელეთ”, - წერს მომღერალი.
მასალის გამოყენების პირობები


