ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსიმ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შესახებ ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოსაზრება, რადგან აღნიშნული არჩევნები ერთგვარი ნოვატორული რეფორმაა და ძალიან საინტერესო წინ გადადგმული ნაბიჯი:
"როდესაც ახორციელებთ რეფორმას აუცილებელია, იცოდეთ ვენეციის კომისიიის მოსაზრება. ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ, ისინი გეუბნებიან მოსაზრებას, რომელიც გეუბნებათ, რა უნდა გააკეთოთ. ისინი გეუბნებიან მოსაზრებას, რომელიც შემდეგ პარლამენტმა და ხელისუფლებამ უნდა განიხილოს. ოქტომბერში თქვენ გაქვთ ადგილობრივი არჩევნები, რომელიც როგორც ვხვდები იქნება, ერთგვარი ეროვნული რეფერენდუმი, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, ასე რომ შეიძლება ვთქვათ, რომ ინოვატორები ხართ და ეს საინტერესოა", - განაცხადა დემსიმ.
მასალის გამოყენების პირობები