8 კვირა ეძლევა ყველას ასაცრელად, აუცრელებს სამსახურიდან დაითხოვენ - ზურაბ გურული
COVID-19 - 16:19, 27 Jul, 2021     8620

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ექიმის, მისისიპის მედიცინის სკოლის პროფესორის, ზურაბ გურულის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურმა, ვეტერანების ჯანდაცვის სისტემამ დღეიდან სავალდებულო გახადა კოვიდ-აცრა სისტემის ყველა რანგის სამედიცინო მოსამსახურისათვის.

"à la guerre comme à la guerre------------------------------

ამერიკის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურმა, ვეტერანების ჯანდაცვის სისტემამ დღეიდან სავალდებულო გახადა კოვიდ-აცრა სისტემის ყველა რანგის სამედიცინო მოსამსახურისათვის. დღეიდან 8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, სამედიცინო ტექნიკოსს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს; ამ ვადის გასვლის შემდეგ აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან.

ორი დღის წინ AHA-მ, ამერიკის ჰოსპიტალთა ასოციაციამ, რომელიც დაახლოებით 5 ათას კლინიკას აერთიანებს, მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მუშაკების საყოველთაო და სავალდებულო ვაქცინაციას. ასე რომ, მხოლოდ დროის ამბავია, სანამ აცრა სავალდებულო გახდება ყველასათვის, ვისაც სოციუმის ინტელექტუალური მონაპოვარით სარგებლობა სურს.

ველოდი ამ გადაწყვეტილებებს და არ გამკვირვებია. კოვიდი არ ჩერდება. ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს დიდი ალბათობით განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს ბუნებრივთან შედარებით, რომელიც თავად "მშვიდდება" გარკვეული დროის შემდეგ. მიკროსამყაროსა და მაკროსამყაროს ჩვეული ომის ბალანსი დაირღვა, რადგან მიკროსამყაროს მხარეს მაკროსამყაროს წარმომადგენლები დადგნენ და ერთად შეუტიეს კაცობრიობას.

ეს ომია; დაუნდობელი ჰიბრიდული ომი. ომში კი სამხედრო კანონები მოქმედებენ.ირღვევა ადამიანთა პირადი თავისუფლება? ეს ძალდატანებაა? იძულებაა?...არგუმენტები უთვალავია. კამათი დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ ... თუ ომია, შესაბამისი მსხვერპლი ყველამ უნდა გაიღოს, რათა გამარჯვების შედეგით ერთნაირად ისარგებლოს. ასეთია ომის კანონი. ამიტომ à la guerre comme à la guerre..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42