"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტებზე თავდასხმის მორიგ ფაქტს ეხმაურება და მომხდარს წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს. მისი თქმით, საარჩევნო ძალადობის პირველმა ტალღამ ოპოზიციურ მედიაზე გადაიარა, ცოტა ხანში კი დაიწყება მოსყიდვები, დაშინებები და ა.შ:
"ეს არ დასრულებულა 5 ივლისს, გრძელდება ყოველდღიურად. დღეს ჩვენს ჟურნალისტს თავზე გადმოასხეს წყალი და უშვერი სიტყვებითაც აგინეს... გომელაურის უწყებისთვის არანაირი წესები არ არსებობს. წესები არსებობს მხოლოდ ჩვენთვის, ხელისუფლების მხრიდან. მათთვის წესები არ არსებობს. ჩვენ დღეს შევეცდებით ვიპოვოთ მექანიზმი, გამოსავალი ამ ყველაფრიდან. როგორ იმუშაონ ჟურნალისტებმა ა) შეუფერხებლად და ბ) უსაფრთხოდ, რომ მათ სიცოცხლეს გარეთ გასვლისას არ ემუქრებოდეს საფრთხე. მართლა აქამდეა ეს ყველაფერი უკვე მისული... იწყება წინასაარჩევნო პერიოდი. ასე რომ, ეს ყველაფერი სრულიად გამართლებული და ლეგიტიმურია. ის რაც ხდება ჟურნალისტებთან დაკავშირებით, უკვე არის საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პრობლემების შექმნა ოპოზიციური სპექსტრისთვის, იმიტომ რომ ოპოზიციურ მედიას ესხმიან თავს და პრაქტიკულად შრომისუუნაროს ხდიან. ეს არის საარჩევნო კამპანია და ეს არის დიდი საარჩევნო დარღვევა უკვე. მალე დაიწყება მოსყიდვები, მალე დაიწყება დაშინებებეი მაგრამ საარჩევნო ძალადობის პირველმა ტალღამ გადაიარა ოპოზიციურ მედიაზე", - აცხადებს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ენმ-ს წევრ გიორგი კაპანაძეს კორპუსიდან წყალი იმ დროს გადმოასხეს, როდესაც ისინი ინტერვიუს წერდნენ.
მასალის გამოყენების პირობები