რუსეთში, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ "კანონიერ ქურდს", 37 წლის დავით ჯანგიძეს (დათო კრასნოდარსკი) ქურდული სამყაროს წევრობისათვის 8 წელი და 1 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ოგო სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
რუსეთში "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ე.წ. "ქურდების მუხლის" მიხედვით (რუსეთის ს/ს კოდექსის 210.1 მუხლი), რომელიც კრიმინალური სამყაროს წევრობისათვის მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. მრავალ კრიმინალურ ავტორიტეტს უკვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რამდენიმე მათგანი იძულებული გახდა "სტატუსზე" უარი ეთქვა.
პროკურორის განცხადებით, დათო კრასნდარსკი, რომელიც ადრეული ასაკიდან კრიმინალურ სამყაროსთან იყო კავშირში, "კანონიერ ქურდად" 2013 წელს რომში აკურთხეს. როსტოვში დაბადებული ჯანგიძე უდიდეს გავლენას ფლობდა კრასნოდარის მხარეში, ავრცელებდა იქ "ქურდულ იდეოლოგიას" და ხელმძღვანელობდა კრიმინალებს.
მასალის გამოყენების პირობები