33 წლის მამაკაცი, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ არასრულწლოვან მსხვერპლს ეძებს და სექსუალური ხასიათის საუბარს იწყებს, უკვე იდენტიფიცირებულია და ახლა მას პოლიცია ეძებს.
მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მსხვერპლის დამ განყოფილებაში საჩვარი შეიტანა და მიმოწერის მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც საუბრის გარდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსაც შეიცავს.
დამნაშავე თავის არასრულწლოვან მსხვერპლებთან ინტიმური საუბირს შემდეგ სექსუალურ ფოტოებს გზავნიდა და იგივეს გაკეთებას მათგანაც მოითხოვდა:
"ჩემი და აღნიშნულ მამაკაცს 13 წლის მოზარდად გაეცნო. ამის შემდეგ, მან ჩემ დას ფოტოების გადმოგზავნა მოსთხოვა, საუბარმა შეიძინა სექსუალური ხასიათი, ითხოვდა შეხვედრას. წერდა - სად მაკოცებ, შენი დაქალების ფოტოები გამომიგზავნე, ეს მაშინ, როცა იცოდა, რომ 13 წლის იყო. ეს ადამიანი სხვა არასრულწლოვნებისთვის საფრთხის შემცველია. ამ მამაკაცს არ გაუმართლა, 13 წლის ბავშვის ნაცვლად ძალიან ჭკვიანი სრულწლოვანი დახვდა"- აღნიშნა საჩივრის ავტორმა ტვ პირველთან საუბრის დროს.
მასალის გამოყენების პირობები