Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ გეგმავს, რისი მიზეზიც უფრო გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელება და აშშ-ში ახალი შემთხვევების ზრდაა.
ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში ამჟამად აკრძალულია აშშ-ის არამოქალაქე იმ პირების შესვლა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში, ევროპის 26 შენგენის ქვეყანაში ან ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანსა და ბრაზილიაში.
ამასთან, გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ სახმელეთო საზღვრები კანადასა და მექსიკასთან არააუცილებელი მოგზაურობისთვის მინიმუმ 21 აგვისტომდე დარჩება დახურული.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ უოლენსკიმ გასული კვირის ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ – ში ახალი შემთხვევების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 53% –ით გაიზარდა, დაინფიცირების ახალი შემთხვევების 80% კი „დელტა“ ვარიანტზე მოდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები






