"აი ფაქტმა" ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და ამოიცნო ის სასულიერო პირები, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს და მრევლს მობილიზება გაუკეთეს.
როგორც "აი ფაქტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს სასულიერო პირები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, ალტერნატივა საქართველოსთვის, ალტ-ინფოს და ქართული იდეის ლიდერებთან ერთად დგანან.
საუბარია 26 სასულიერო პირზე. ესენია: მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი; დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი; მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი; დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი; მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია; არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა; მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი; მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია; მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი; მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის მონასტერი; დეკანოზი არჩილ დათეშიძე – ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი; მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი; მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები; მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია; დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები; დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი; მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი; მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი; მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია; მამა გიორგი ბედიაშვილი –თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი; მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი; მამა ბენიამინ ებრალიძე – ჯიხეთის დედათა მონასტერი; დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა; მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი; მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი; მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია.
"აი ფაქტი" ასევე მღვდლების აქციაში მონაწილეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებსაც ავრცელებს. ამასთან, ეს სასულიერო პირები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელშიც ქომაგობენ. ისინი აქტიურად აზიარებენ ლევან ვასაძის და ალტ-ინფოს გვერდის პოსტებს, მათ შორის ზურაბ მახარაძის და ემრე ქუჩუქის განცხადებებს.
მასალის გამოყენების პირობები