ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ტვ პირველის სახე ინგა გრიგოლია პრემიერ ღარიბაშვილის ბრალდებებს პახუსობს და აცხადებს, რომ სანამ მედიის მისამართით კრიტიკას დაიწყებს ინფიცირებულიების ზრდასთან დაკავშირებით, გაიხსენოს, ის პოლიტიკური თავყრილობები, სადაც უამრავი ადამიანი გროვდება და ასევე ის ძალადობრივი აქციები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთით გაიმართა. გრიგოლიას თქმით, ღარიბაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე:
"ღარიბაშვილისგან აღარაფერი მიკვირს. პრემიერი სანამ მედიას დააბრალებს გარდაცვლილი და ნაცემი კოლეგის საპროტესტო აქციების მიზეზით გაიზარდაო ინფიცირებულთა რაოდენობა, მანამდე თავის თავს ჰკითხოს, თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოყავთ ხოლმე ქუჩაში დიდი აქციებით, იატაკქვეშა ოცნებას რომ ვეძახი, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა? თავიანთი პოლიტიკური თავყრილობებიც კარგად გაიხსენოს, ნუ ეცდება ახლა ადამიანები, თუნდაც 2-3 კაცი დააჯეროს იმაში, რომ მედიის აქციებმა გამოიწვია ამ რიცხვის ზრდა. სირცხვილია.
ბატონო ირაკლი, ამ განცხადებებს ჯობია, თქვენი მთავრობის წევრებთან როცა შეიყრებით, მიიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პირველ რიგში, ორგანიზატორები დასაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ გაგიტარებთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ ამდაგვარი სულელური ბრალდებებით, რომ თითქოს მედიის აქციებს უკავშირდება ინფიცირებულძთა რაოდენობის ზრდა", - აცხადებს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდაზე ისაუბრა და ეპიდემიური სურათი იმ აქციებს დაუკავშირა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები