ბოლო პერიოდში ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების მიმართ გახშირებული ღია აგრესიის ფაქტები ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის შედეგია.
როგორც ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების აგრესიისა და ზიზღის ფოკუსში არიან, ეს ყველაფერი კი პარლამენტის დარბაზიდანაა წახალისებული:
„ყველამ ვიხილეთ ჩემს და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტი. მე გუშინ გახლდით გამოკითხვაზე და მივაწოდე მთელი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „რუსთავი 2“- ის ჟურნალისტი გახდა კინაღამ ფიზიკური დაზიანების ობიექტი, ძალიან ცოტა დააკლდა იმ მანქანას, რომ ფეხზე არ დაეჯახა. ეს არის ძალადობის წახალისება და ეს ხდება პარლამენტის დარბაზიდან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული მედიიდან და პორტალებიდან, რუსული ჰომოფობიური საკომუნიკაციო არხებიდან. მათ გადაწყვიტეს ზიზღით კვებონ ადამიანები და ეს აღარ გავა, ჩვენ ვნახეთ, რამდენად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ბანერებმა, სადაც მედიამენეჯერები და პოლიტიკოსები იყვნენ გამოსახულნი“, - აცხადებს დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები